Робота для біженців з України
ვიდეო კონტენტის შემქმნელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: Estack Georgia
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"Estack Georgia" არის უძრავი ქონების გაყიდვებისა და აუთსორსინგის კომპანია, რომელიც მართავს 200-ზე მეტ აქტიურ პროექტს.

ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ ვიდეო კონტენტის შემქმნელს (Content Creator), რომელიც იმუშავებს გაყიდვების აგენტთან ერთად და შექმნის თანამედროვე, ეფექტურ ვიდეოებს უძრავი ქონების ობიექტებისთვის.

მდებარეობა: თბილისი, ადგილზე გასვლით (3-6 ლოკაცია თვეში)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება - 1, 000 ლარი თვეში

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების აგენტთან ერთად ლოკაციებზე გასვლა (თვეში 3-6 ლოკაცია, მხოლოდ თბილისში).
** უძრავი ქონების ამსახველი ვიდეოების გადაღება და მონტაჟი.

ვიდეოს სტრუქტურა:

** გაყიდვების აგენტის გადაღება ბინის აღწერისას
** თითო ოთახზე მინიმუმ ერთი შიდა კადრი
** კორპუსის გარე კადრი
** საუბრის ფონზე live caption-ების დამატება (Veed.io აპლიკაციის გამოყენებით - ხელმოწერას კომპანია უზრუნველყოფს).
** საბოლოო პროდუქტი: 20-40 წამიანი ვერტიკალური ფორმატის შორთ ვიდეოები (Facebook, Instagram, TikTok).

მოთხოვნები: გამოცდილება მოკლე ვიდეოების გადაღება/მონტაჟში (TikTok, Reels, Shorts).

აუცილებელი აღჭურვილობა:

** ტელეფონი, რომელიც იღებს მაღალი ხარისხის ვიდეოს (iPhone 12+, Samsung S21+ ან მსგავსი)
** მიკროფონი (Rode, DJI ან მსგავსი მაღალი ხარისხის ბრენდი)
** ტელეფონის სტაბილიზატორი (მაგ. Osmo Mobile ან ანალოგი)
** ყურადღება ვიზუალურ დეტალებზე, პასუხისმგებლობა და დროულად შესრულებული დავალებები.
** Veed.io პლატფორმის გამოყენების ცოდნა ან სწრაფად შესწავლის სურვილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი პორტფოლიო ან ვიდეოების მაგალითები შემდეგ ელფოსტაზე: estackgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე