დასახელება:
ცხოველთა კვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სანო - ცხოველთა თანამედროვე კვება
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
შპს "სანო - ცხოველთა თანამედროვე კვება", გერმანული "Sano International"-ის (https://sano24.de/) შვილობილი კომპანიაა საქართველოში. "Sano" ევროპაში ცხოველთა საკვებ დანამატების მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, როგორც მეღორეობაში, ასევე მესაქონლეობასა და მეფრინველეობაში. "სანო - ცხოველთა თანამედროვე კვება" საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ცხოველთა კვების სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** "სანოს" უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ქართველი ფერმერებისათვის კვების რაციონის შემუშავება
** ფერმერებთან ყოველდღიური აქტიური კომუნიკაცია და მათი შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი ორიენტირებულობა
** საკვები რეცეპტების დამუშავება
** საკვებწარმოებაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებთან მუდმივი გაცნობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან ვეტერინარიის მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელმისამართზე ssanadze@yahoo.de 14 ივნისამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობ: 595291004
|
|
|
|