Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=639136&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ე-ბილდვეი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "ე-ბილდვეი" სამშენებლო ტექნიკის და მასალების იმპორტიორია, რომლის რეალიზაციას ახდენს მთელ ამიერკავკასიაში.

კომპანია 2023 წლიდან ოფიციალური დილერია Potain-ის ბრენდის კოშკურა ამწის, რომელიც უკონკურენტო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე კოშკურა ამწეების მრავალრიცხოვანი ასორტიმენტით, პრემიუმ ხარისხით, საიმედოობით, უსაფრთხოებითა და ინოვაციურობით.

"ე-ბილდვეი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი
სამუშაო პირობები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კვირაში 5 სამუშო დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასაუბრო დონეზე (სასურველია);
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@buildway.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შრომის უსაფრთხოების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია