Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=638684&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Green Palace Kutaisi
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე!

სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 26 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.

მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მზადების ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში გამოცდილებას);
** სასტუმროს ბიზნესისა და მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi2025@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 71 32 27.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია