Робота для біженців з України
ქცევითი თერაპევტი - დიღმის ფილიალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის ფილიალი

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი აუცილებელია;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე (სასურველია).

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 14 ივნისი, 2025

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე