დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** სამუშაო პროცესში მომხმარებლებთან წარმოქმნილი პრობლემური შემთხვევების მართვა/რეაგირება;
** მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის მიღების სხვადასხვა არხიდან შემოსულ საკითხებზე/შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება, საკითხის გადაჭრისთვის საჭირო კომუნიკაციის წარმოება, როგორც კომპანიის შიგნით სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე მომხმარებელთან.
** ყოველკვირეული ანგარიშგება;
** მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზე მუდმივი ზრუნვა;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1789
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|