Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=638595&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კარების უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში, პუშკინის ქუჩა ნომერი 37.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მახასიათებლების წარდგენა და შესაფერისი გადაწყვეტების შეთავაზება
** შეკვეთების მიღება, დაჯავშნა და გაფორმება
** გაყიდვების პროცესის დოკუმენტაცია და კომპიუტერული სისტემების გამოყენება
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიის დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Excel, CRM სისტემები - ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაჟიორის ანაზღაურება დარიცხული 1000 ₾ (სტაჟირების ხანგრძლივობა1 თვე)
კონსულტანტის ანაზღაურება დარიცხული 1300 ₾ + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 - 1 საათი შესვენება
** სტაბილური დასაქმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** პროფესიული ტრენინგები გაყიდვებისა და პროდუქციის მიმართულებით
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** საინტერესო და პოზიტიური სამუშაო გარემო, სადაც თქვენი აზრი მნიშვნელოვანია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gabuild.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია