დასახელება:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ერთად რეალური ცვლილებებისათვის
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
ა (ა)იპ "ერთად რეალური ცვლილებებისათვის" აცხადებს ვაკანსიას ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტის პოზიციაზე.
პერსონალური ასისტენტის ფუნქცია/მოვალეობები:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
** მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში (კვება, ჰიგიენის დაცვა, თვითმოვლა, სახლის/საოჯახო საქმები, მობილობა, კომუნიკაცია და სხვა);
** განახორციელოს ბენეფიციართან ბინაზე და ბუნებრივ გარემოში მხარდაჭერა;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციართა ცხოვრებისათვის აუცილებელი ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებას.
ორგანიზაციის ვალდებულებები:
** დასაქმებულს შეუქმნას ღირსეული სამუშაო გარემო;
** იზრუნოს დასაქმებულთა პროფესიული ცოდნის განვითარებაზე.
ასისტენტის პოზიციაზე დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
აუცილებელი პირობაა: შერჩეული კანდიდატები დაესწრონ 80 საათიან სასწავლო სატრენინგო პროგრამას, საიდანაც 39 საათი დაეთმობა თეორიულ, ხოლო 41 საათი პრაქტიკულ სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე:trc.sakartvelo@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე 555 363763.
|
|
|
|