დასახელება:
CNC რუტერის დანადგარის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ბარს მეკატრონიკი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მის თავდაპირველ საქმიანობას თურქეთსა და საქართველოს შორის მინის პროდუქციის წარმოება - რეალიზება წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში კომპანია "ბარს მეკატრონიკმა" თავისი საქმიანობის სფერო გააფართოვა და სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე გადავიდა. ამჟამად მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზება.
"ბარს მეკატრონიკი" მომხმარებლებს სთავაზობს ალუმინისა და უჟანგავი მეტალის პროდუქციას, კიბისა და აივნის მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ანჟამებს, ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებსა და სხვა არაერთ პროდუქციას.
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას CNC რუტერის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გ. ლორთქიფანიძის # 19გ, სამგორი (ყოფილი კაიროს ქუჩა)
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარზე მუშაობა;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** დანადგარის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითება კომპეტენციის ფარგლებში;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განიხილება როგორც გამოცდილი, აგრეთვე გამოცდილების არ მქონე კანდიდატები.
** სასურველია გამოცდილების არ მქონე კანდიდატები, რომლებსაც დანადგართან მუშაობას ადგილზევე შეისწავლის
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1400 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 1800
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 08:00 - 18:00 შესვენება 1 საათი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge. გთოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. ან დარეკეთ ნომერზე: +995 500 229 229.
|
|
|
|