დასახელება:
შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: 3000 - 5000 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებზე
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის შესყიდვის კატეგორიების და შესყიდვის პოლიტიკის შემუშავება და დამტკიცება;
** საწყობის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა/მართვა;
** სასაწყობე განლაგების სწორად დაგეგმარება და მონიტორინგი;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შესყიდვების ბიუჯეტის შემუშავება და სამუშაო კონტრაქტების მიხედვით მოთხოვნის დაგეგმარება-დამტკიცება;
** გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების უზრუნველყოფა და ბიუჯეტის კონტროლი;
** გეგმის პერიოდული რევიზია და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება;
** მომწოდებლების მოძიება, ბაზის წარმოება და მოთხოვნის მიხედვით შესყიდვების პროცესის მართვა კომპანიისათვის ეფექტურობის გაზრდისა და დანაზოგების მიღწევის მიზნით;
** შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების მართვის მონიტორინგი;
** შესყიდვებისა და სასაწყობე პროცესების აღრიცხვის პროგრამასთან და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მოთხოვნისა და ბიუჯეტის მიხედვით იმპორტის შესყიდვების დაგეგმარება, შესრულება, მართვა და კონტროლი;
** იმპორტის მოცულობების სწორად დაგეგმარება და ღირებულებათა ჯაჭვის გაანგარიშება;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;
** ნაწილების ჩამოწერების კონტროლი სასაწყობე ნაშთების სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;
** ნაწილებზე მინიმალური რაოდენობის ზღვარის განსაზღვრა და მათი კონტროლი;
** მინიმალური რაოდენობის ნაწილების შესყიდვაზე მოთხოვნის გაგზავნა და კონტროლი;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა (კომერციული და ფინანსური ოპერაციები, ინფორმაცია შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაკავშირებულია დამსაქმებელთან და მის კლიენტებთან);
** სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|