Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=638507&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბარს მეკატრონიკი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მის თავდაპირველ საქმიანობას თურქეთსა და საქართველოს შორის მინის პროდუქციის წარმოება - რეალიზება წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში კომპანია "ბარს მეკატრონიკმა" თავისი საქმიანობის სფერო გააფართოვა და სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე გადავიდა. ამჟამად მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზება.

ამჟამად "ბარს მეკატრონიკი" მომხმარებლებს სთავაზობს ალუმინისა და უჟანგავი მეტალის პროდუქციას, კიბისა და აივნის მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ანჟამებს, ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებსა და სხვა არაერთ პროდუქციას.

კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ოფისისათვის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის #85
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00; შაბათი - 9:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული, საწყის ეტაპზე ხელზე ასაღები - 1800, ბონუსი გაყიდვებიდან.
(დასაქმებულის წილ საპენსიო შენატანს იხდის დამსაქმებელი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების გაზრდის გზების მოძიება და ახალი შესაძლებლობების განვითარება
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** სამშენებლო მასალების ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** ბაზარზე პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება და შეძლებისდაგვარად გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობა და მათთან მუდმივი კონტაქტი
** შეკვეთების მონიტორინგი და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** გაყიდვების გეგმური რეპორტების წარმოება და უშუალო ხელმძღვანელობისთვის წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება (მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
** ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ან თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა

დამატებითი უნარები:

** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულების უნარი
** მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი
** კომუნიკაბელური
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge. გთოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია