დასახელება:
მტვირთავი
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე თბილისში.
ლოკაცია: ქ.თბილისი, ფარსადანის ქ. N10
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში შემოსული ტვირთვის ჩამოტვირთვა
** საწყობიდან გასული ტვირთვის ჩატვირთვა ავტომობილში
** საწყობში შემოსული ამანათების დასაწყობება
** შემოსული ამანათების დახარისხება
** საწყობში არსებული ტომრების გადაადგილება საწყობის ტერიტორიაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
** ანაზღაურება 1200 ლარი;
** განრიგი: 1 კვირა: 12:00 - 21:00 (ორშაბათი-პარასკევი), 2 კვირა: 21:00 - 06:00 (ორშაბათი- პარასკევი)
** ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** კონკრეტული ცვლის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|