დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
Brunch By Gastronome
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება.
** მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალოს და მისცეს ზუსტი მითითებები.
** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება .
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სასურველია პროფესიული განათლება;
პირობები:
** ფილიალის ადგილმდებარეობა: დიღომი, ბელიაშვილის 27ა (ერთ თვეში წარმოება გადადის ზაჰესში)
** ანაზღაურება: 1500 ლარი + 150 ლარი (კვების თანხა)
** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სამუშაო საათი
** ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ "შპს გასტრონომ ბრანჩი" შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|