Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლგ ტრანსი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
შპს "ლგ ტრანსის" საქმიანობაა სატვირთო ავტომობილების პარკინგი. პარკინგის ტერიტორია არის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი, ადგილზე მოქმედებს ყველა საჭირო სერვისი.

"ლგ ტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა, ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების ტრანზიტების გასწორება;
** საიჯარო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

არ განიხილება დისტანციურად მუშაობა. მეილი - niniashvili.sh@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე