დასახელება:
დისტრიბუტორი/პრისელერი
|
მომწოდებელი:
ბუდგეთი
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბუდგეთ"-ი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე, რუსთავი-მარნეულის ქსელზე. კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
** ანაზღაურებად შვებულებას
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
** დახასიათება წინა სამსახურიდან
** ცნობა ნასამართლობაზე
** ცნობა ნარკოლოგიურიდან
** საკუთარი ავტომობილი
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
კომპანია უზრუნველყოფს: საწვავს და პროდუქციას
აუცილებელი მოთხოვნა:
** შრომითი ხელშეკრულება ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, თანამშრომლის მხრიდან დაფიქსირდება ნებისმიერი ქონების უზრუნველყოფა.
** (რომლის ღირებულებაც უნდა იყოს მინიმუმ 15000 ლარი.)
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
მოვალეობები:
** შეკვეთების გაკეთება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტებიდან თანხის დროული ამოღება;
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
** სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)
ანაზღაურება: შერჩეულ კადრებს კომპანია სთავაზობს:
** პრისეილერის ანაზღაურება 1000 ლარიდან 2200 ლარამდე
** სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 50 20 66 ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: iuzaarsenashvili@gmail.com
|
|
|
|