დასახელება:
მორიგე ექთანი
|
მომწოდებელი:
კონსილიუმ მედულა
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მორიგე ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ
განაკვეთი: 24 საათიანი მორიგეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დიპლომი - ექთნის კვალიფიკაცია
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ჩვენთან დაგხვდებათ:
** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 29 ივნისამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მორიგე ექთანი".
"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|