დასახელება:
სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"Alliance Group" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება, მოქნილი გრაფიკით
სტაჟირების ანაზღაურება: 500 ლარი
ვაკანსიას აცხადებს: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი
კომპანიის შესახებ:
"ალიანს ჯგუფი" არის საქართველოს წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ გლობალურ ბრენდებთან და ვქმნით მრავალფუნქციურ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებენ საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმროს სივრცეებს.
რას შემოგთავაზებთ:
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო პროცესში
** ჩართულობა ფინანსური დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში
** პროფესიონალთა გუნდისგან სწავლა და მენტორობა.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** განათლება: მიმდინარე სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხის მქონე ფინანსებსა ან ეკონომიკაში
** გამოცდილება: სასურველია ფინანსურ მიმართულებაზე სამუშაო გამოცდილება ან სასწავლო პროექტები
** ტექნიკური უნარები:
** Excel - საშუალო დონე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ენები: ინგლისური (B2+)
** პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნება, სწრაფად სწავლის უნარი, გუნდურობა.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: hr@alliance.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 29 ივნისი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ სტაჟირებისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|