დასახელება:
სხივური თერაპიის ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სხივური თერაპიის ტექნიკოსი.
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
** საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება.
სასურველია:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სხივური თერაპიის პროცედურისთვის პაციენტის მომზადება.
** სხივური თერაპიის პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
** სხივური თერაპიის პროცედურის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მართვა.
** პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა,
** თავაზიანობა,
** თანაგრძნობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. N7
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სხივური თერაპიის ტექნიკოსი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://www.kirurgia.ge
|
|
|
|