Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: მჯ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
უძრავი ქონების სააგენტო "MG Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე

ჩვენი კომპანია უკვე 4 წელზე მეტია ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე, ჩვენ ვყიდით და ვაქირავებთ უძრავ ქონებას თბილისის მასშტაბით. თუ გსურს, დაეუფლო ახალ პროფესიას და ეძებ გარემოს სადაც განვითარებას შეძლებ მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

ანაზღაურება გამომუშავებით! მუდმივად მზარდი პროცენტი! 50% შენი ნებისმიერი დილიდან და მუდმივად მზარდი პროცენტი

მოვალეობები:

** ყოველდღიური კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან
** უძრავი ქონების მოძიება და შეთავაზება
** შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება გაყიდვებში
** გამოცდილება შეხვედრების დაგეგმარებასა და წარმართვაში
** კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (word, excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელური
** აქტიური
** ენერგიული
** შრომისმოყვარე

პირობები:

** ჰიპერმეგობრული სამუშაო გარემო და მუდმივად მზარდი პროცენტი
** შეგასწავლით საქმეს ნულიდან, ადგილზე
** გადამზადების კურსები;
** ტრენინგები, მაღალი შემოსავალი, სამუშაო ლეპტოპი
** კორპორაციული ნომერი;
** ულიმიტო სასაუბრო დრო
** სტაფზე მორგებული გრაფიკი, წესები და პირობები
** თავისუფალი კომუნიკაცია და შეუზღუდავი იდეები
** სწავლის და განვითარების მუდმივი შესაძლებლობები
** შესაძლებლობა გახდე ატესირებული უძრავ ქონებაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: mg.group474@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე