დასახელება:
პრომო-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
პიელ ნატურალსი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართული კომპანია "პიელ ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას პრომო-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
თუ ხშირად იღიმი, ე.ი. ჩვენიანი ხარ!
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.
კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;
ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.
პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.
ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 12:00-20:00; შაბათ-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 + ბონუსები
ლოკაცია: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლების თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
** ლოკაციიდან ვიდეოების გადაღება
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ინგლისურის ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ქუთაისი.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|