დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ოტო მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის სპეციალისტი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო სტაჟზე მიბმული ანაზღაურების სქემა
** საბონუსე სისტემა
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება საწყობში
** საქონლის დასაწყობება
** საქონლის აგროვება
** საწყობში პროდუქციის აღრიცხვა
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივნისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|