Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
კომპანია ჯიბე Cash & Carry, მარნეულის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: მარნეული, აღმაშენებლის #1
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1600- ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით, განთავსების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობები, ვადებისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების კონტროლი
** სავაჭრო დარბაზის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიის უსაფრთხოდ გახსნა/დაკეტვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურსათო ტიპის მაღაზიის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე