დასახელება:
დიზაინის არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ვეძებთ კრეატიულ და დეტალებზე ორიენტირებულ დიზაინის არქიტექტორს, რომელიც დაეხმარება დიზაინის გუნდს არქიტექტურული კონცეფციებისა და ვიზუალური პრეზენტაციების შემუშავებაში.
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** არქიტექტურული დიზაინის განვითარებაში მონაწილეობა - კონცეფციის შექმნიდან ესკიზურ ეტაპამდე;
** ზუსტი და დეტალური 3D მოდელების შექმნა ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორებიცაა SketchUp ან Rhino;
** მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებისა და რენდერების მომზადება D5 Render-ის ან Enscape-ის მეშვეობით;
** პრეზენტაციის მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება შიდა და გარე დაკავშირებული მხარეებისათვის;
** თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან დიზაინის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** სასურველია 1-3 წლამდე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** 3D მოდელირების პროგრამების ფლობა (SketchUp ან Rhino)
** ძლიერი უნარები რენდერების მომზადებასა და ვიზუალიზაციაში, D5 Render-ის ან Enscape-ის გამოყენებით;
** Adobe Creative Suite-ის (Photoshop, InDesign) საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|