Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_b607ae22c61646beae9fd9348c747d51.pdf?index=true

ფუნქცია- მოვალეობები:

** საწარმოს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების გამართულად მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ;
** სამუშაო ხელსაწყოების, დანადგარების და სხვა ტექნიკურ საშუალებებს მოვლა, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია ავეჯის საწარმოში);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა 12
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass ბარათს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე