დასახელება:
მერჩენდაიზერი საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით
|
მომწოდებელი:
მარშე
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მერჩენდაიზერი (საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით).
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-18:00) სთ
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1200 ₾
სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე, პროდუქციისა და მისი შეფუთვის თაროზე/დახლზე სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების მონიტორინგი;
** პროდუქციის ვადის, ფასისა და თაროზე განთავსების წილის მონიტორინგი;
** სარეკლამო მასალების ეფექტურად გამოყენება (ფასმაჩვენებლები, ვობლერები, სააქციო მასალები);
** სავაჭრო ობიექტებზე ინფორმაციის შეგროვება (კონსულტანტებისგან, მომხმარებლებისგან);
** კონკურენტების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** აქტიური, შრომისმოყვარე;
** საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი".
|
|
|
|