დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ჰოტელ კოსტე
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სასტუმრო "კოსტე" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 45ა
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება, გასტუმრება.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
** სასტუმროს სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვების და ინვოისების მომზადება.
** სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების, წესების და ტარიფების შესახებ.
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პოზიტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** ემოციურად სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, დროის სწორად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ღამის ცვლა
** კვებით უზრუნველყოფა
** მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
** თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nadiradze@hotelcoste.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 557 643300.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|