Робота для біженців з України
პრობლემური სესხების ექსპერტ-ვიზიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტ-ვიზიტორი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

პოზიციის დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტ-ვიზიტორი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა

კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge

კომპანიის ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული/პრობლემური მსესხებლების მისამართებზე ვიზიტების განხორციელება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
** პრობლემური მსესხებლებისთვის გაფრთხილების წერილის ჩაბარება.
** პრობლემურ მსესხებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა.
** მომხმარებლებთან სატელეფონო კონტაქტი და მოლაპარაკებების წარმოება ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
** მომხმარებლებთან შეხსენების მიზნით განმეორებითი სატელეფონო კონტაქტი.
** ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული სასესხო ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა.
** ავტო სესხების შემთხვევაში, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ავტომობილის ძებნა-დაკავების პროცესის საშუალებით ჩამორთმევა და კომპანიის სადგომზე გადაყვანის უზრუნველყოფა.
** იურიდიულ სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფის საგანზე ძებნა- დაკავების პროცესის დროებით შეჩერების ან სრულად გაუქმების თაობაზე.
** ვადაგადაცილებულ პორტფელში არსებული სესხების სტატუსის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელისთვის წინასწარ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს და მიღებული შედეგების შესახებ.
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა.

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** მართვის მოწმობა "B" კატეგორია
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1+ წლიანი მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე