Робота для біженців з України
შესყიდვების ადმინისტრატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო ადგილი: ფოთი

სამუშაო აღწერილობა:

** შესყიდვის პირველად დოკუმენტებთან მუშაობა
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე მუშაობა
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების რეპორტების დამუშავება
** მყიდველის შეკვეთების გატარება
** მიღებული პროდუქციის და მომსახურების დოკუმენტაციის გატარება პროგრამულად
** იმპორტით მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციის გატარება
** ახალი მომწოდებლების, კონტრაქტების, პროდუქციის დამატება პროგრამაში
** ფასების და მათი გადახრის ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება აღნიშნულ სფეროში
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.
** 1C პროგრამაში ან სხვა ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე