დასახელება:
სერვისის მიმღები ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკის მიღება, ჩაბარება და მონაცემების პროგრამული ასახვა;
მომხმარებლისთვის დროული, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ;
** დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობის გამოვლენა და შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
** მიღებული და გასაცემი ნივთების დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროული კომუნიკაცია;
** მომხმარებლების უკუკავშირისა და პრობლემური საკითხების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სერვისის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრობლემის ანალიზის და დიაგნოსტიკის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/eWXDsZELWC
|
|
|
|