Робота для біженців з України
სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორს!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

ბლუ უოთერსი ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

რას გთავაზობთ:

** საბაზისო ანაზღაურება - 1500 ლარის ოდენობით + ბონუსი (საშუალოდ 1000-1500 ლარი);
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება);
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** კორპორატიული დაზღვევა.

სამუშაოს აღწერა:

** ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;
** მომხმარებელთან და სამონტაჟო ჯგუფთან კომუნიკაცია სამონტაჟო პერიოდისა და პროცესის/დეტალების შეთანხმების მიზნით;
** მომხმარებელთან შეთანხმებული დეტალების დაზუსტება გაყიდვების მენეჯერებთან;
** მონტაჟის პროცესის მომზადების უზრუნველყოფა (მასალები, სამუშაოები, ვადები);
** სამონტაჟო სამუშაოთა განხორციელების ხარისხის კონტროლი;
** სამონტაჟოდ საჭირო მასალების შესახებ საწყობის მენეჯერის ინფორმირება/მარაგების კონტროლი;
** მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის დამუშავება CRM სისტემაში;
** კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Google Docs, Google Sheets);
** სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/coordinator/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე