Робота для біженців з України
ბარისტა-მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-მოლარე
მომწოდებელი: ლუდის მაღაზია კათხა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ლუდის მაღაზია "კათხა" ახალ, საფირმო მაღაზიაში (დიდ დიღომი) აცხადებას ვაკანსიას ბარისტა-მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** ლუდის ჩამოსხმა;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქტების სრულყოფილად ცოდნა;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

პიროვნული თვისებები

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: შუადღის 4სთ-დან ღამის 11სთ-მდე კვირაში 5-6 დღე ან დილის 11სთ-დან ღამის 11სთ-მდე დღე გამოშვებით.
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 514-444-111 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე leva.bochorishvili@gmail.com . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეკომენდებულია რეზიუმეს თან ერთოდეს ფოტო-სურათი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე