Робота для біженців з України
ვიდეო გაკვეთილების წამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო გაკვეთილების წამყვანი
მომწოდებელი: Bitkogan
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
საინვესტიციო კომპანია, მედია-სისტემა "Bitkogan" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო გაკვეთილების წამყვანის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ, თავდაჯერებულ და კამერასთან თავისუფლად მოსაუბრე პრეზენტატორს, რომელიც იქნება ჩართული როგორც ცოცხალი პრეზენტაციების წაყვანაში, ასევე ვიდეო კონტენტების ჩაწერაში ჩვენი კომპანიის ტექსტებისა და სცენარების საფუძველზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პრეზენტაციების წაყვანა ღონისძიებებსა და ვიდეო ფორმატებში;
** ვიდეო ჩანაწერების მომზადება კომპანიის წინასწარ მოწოდებული ტექსტის მიხედვით;
** ბრენდის მესიჯის ეფექტური გადაცემა მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

მოთხოვნები:

** გამართული და პროფესიონალური ვერბალური კომუნიკაცია;
** რუსული ენის თავისუფლად ცოდნა;
** სასიამოვნო გარეგნობა, სლავური გარეგნობის ტიპაჟი (ვიდეო ფორმატისთვის);
** კამერასთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულად განვითარებისა და საჯარო გამოსვლების უნარების დახვეწის შესაძლებლობა;
** მონაწილეობა მრავალფეროვან და საინტერესო მედიაპროექტებში;
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** ანაზღაურება შეთანხმებით, პროექტის მოცულობისა და ფორმატიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@bitkogan.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე