დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
kamkama.ge
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია (http://www.kamkama.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
თანამდებობა/პოზიცია: საწყობის თანამშრომელი
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 27.06.2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:
საწყობში არსებული პროდუქციის მოწესრიგება, დატვირთვა/დაცლა/დასაწყობება/აგროვება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მოსული ტვირთის მიღება/დალაგება;
** პროდუქციის დროულად დაცლა/დატვირთვა, დახარისხება და დასაწყობება;
** შემოსული შეკვეთების შეგროვება და წასაღებად გამზადება;
** დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა - საჭიროების შემთხვევაში მძღოლის დახმარება პროდუქციის ტრანსპორტირებასა და კლიენტისთვის გადაცემაში.
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე, სასურველია, სასაწყობო-სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქუჩა.
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
** პირველი კონტრაქტი - 2 კვირიანი სტაჟირება, შემდგომ წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; საწყობის თანამშრომელი
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსოს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|