Робота для біженців з України
კრედიტ ოფიცერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კრედიტ ოფიცერი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ბათუმში და რუსთავში - კრედიტ ოფიცრის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
** საბონუსე სისტემას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კლიენტების მოზიდვის უნარი;
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და სასესხო პროდუქტების შეთავაზება;
** საკუთარი პორტფელის შექმნა/კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნა:

** მართვის მოწმობის ქონა
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე