Робота для біженців з України
სამედიცინო ვაკანსიები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ვაკანსიები
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს სამედიცინო მიმართულებით:

1. სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხარჯის ანაზღაურება;
** დაზღვეულებისათვის ინფორმაციის მიწოდება ანაზღაურებული ან/და დაუარებული თანხის, დაზღვევის პირობებისა და მომსახურების მიღების გზების შესახებ.

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური - (B2-C1)

2. სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი - თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 6 სამუშაო დღე.
ცვლები - კვირის დღეებში - 09:00-15:00; 10:00-16:00; 15:00-21:00, შაბათი-კვირა 09:00-15:00; 10:00-16:00 11:00-17:00; 15:00-21:00;
არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური - (B1-B2)

3. ოჯახის ექიმის ასისტენტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი პროვაიდერი კლინიკა, საბურთალო.
სამუშაო განრიგი ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკა-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის კონსულტაციაზე;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
** პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
პაციენტთა მოკითხვა;
** ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება და მოთხოვნის უზრუნველყოფა.

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ინგლისური - (B1-B2)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სადაზღვევო კომპანია "არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

"არდი" ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი - ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

"არდი" - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე