Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კომპანია ა17
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "ა17" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს სტომატოლოგიური ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების იმპორტს საქართველოში. პარტნიორობს რა ევროპულ, ამერიკულ, კორეულ და ჩინურ ბრენდებთან, უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე სტომატოლოგიური ბიზნესებისთვის საიმედო პარტნიორობას.

კომპანია "ა17" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწყობის ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
** ინვენტარიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დისციპლინის მქონე.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: n.ninikelashvili@a17.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე