დასახელება:
გენერალური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს მართვა და ოპერირება;
** თანამშრომლების დაქირავება, ტრენინგი და ზედამხედველობა;
** სასტუმროს ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით საოპერაციო ნაწილის ხელმძღვანელობა;
** სასტუმროს ოპერაციების ამსახველი სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ჯავშნების, ოთახების დასუფთავების, სამზარეულოს, მიღება-განთავსების, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის, მომარაგების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სასტუმროს გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
** უსაფრთხოებისა და სტუმრების უვნებლობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მუშაობის სტანდარტების ამსახველი დოკუმენტაციის შემუშავება, დამტკიცება და დანერგვა;
** სასტუმროს ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** სასტუმროს ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მეთვალყურეობა;
** ბიზნესის განვითარების ყველა ასპექტის მართვა;
** ხარისხის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა;
** პასუხისმგებელია სურსათის და სიცოცხლის უვნებლობის აქტის ლეგალიზაციაზე, ხანძრისა და სხვა სამართლებრივ რეგულაციებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროს გენერალური მენეჯერი პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა (Fidelio, Opera, Fina და ა.შ)
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მართვის და ლიდერობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ორგანიზებული
** სერვისზე/ მომსახურებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|