დასახელება:
დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის (Housekeeping Manager) პოზიციაზე
ფუნქცია მოვალეობები: პასუხისმგებელია სისუფთავისა და სერვისის პროცესებზე სასტუმროში. უზრუნველყოს დასუფთავების დეპარტამენტის მომსახურება ოთახებში, სააბაზანოებში, დერეფნებსა და ღია სივრცეებში, სასტუმროს ყველა სტანდარტისა დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს დასუფთავების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევა და ტრენინგების ორგანიზება;
** უზრუნველყოს ყველა დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაოს სწორი დელეგირება ოთახებისა და სივრცეების მიხედვით;
** ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
** დროულად გადასცეს რეგისტრაციების დეპარტამენტს ინფორმაცია ოთახების შესახებ;
** უზრუნველყოს სტუმრების განსაკუთრებული თხოვნების გათვალისწინება;
** შეინარჩუნოს რეგულარული კომუნიკაცია დეპარტამენტის ზედამხედველთან და მიიღოს მისგან ცვლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს, ცვლილებების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია;
** უზრუნველყოს საჭირო ხსნარები და ინვენტარის მომარაგება;
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გენერალური მენეჯერის შეტყობინება;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** სასტუმროში შუა რგოლის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** თანამშრომლების მოტივირებისა და მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|