დასახელება:
ტექნიკური თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
|
გამოქვეყნდა: 24 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
სასტუმრო-რესტორანი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული 3 დღეში ერთხელ 24 საათი (ღამის საათებში ძილი შესაძლებელია).
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური დავალებების შესრულება;
** ობიექტის ყოველდღიური შემოვლა/კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ტექნიკური საკითხების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საქმის შესწავლას ადგილზე;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 700 ლ, საქმის სრულფასოვნად შესწავლისა და ადაპტაციის შემთხვევაში - გაზრდა (კვალიფიკაციის შესაბამისად).
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ანაზღაურება 1000 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zurag.cruise@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 571 22 22 40.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სასტუმრო "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|