Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636586&print=yes&view=jobs
 
მიმღების თანამშრომელი, სასტუმროს დიასახლისი, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების თანამშრომელი, სასტუმროს დიასახლისი, მიმტანი
მომწოდებელი: Gallery Inn
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სასტუმრო "Gallery Inn" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;
** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ოთახებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
** მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სასტუმრო "Gallery Inn" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების საფუძვლიანი დალაგება და დასუფთავება.
** საწოლების გასწორება და თეთრეულის გამოცვლა.
** აბაზანისა და ტუალეტის მოწესრიგება და დეზინფექცია.
** ჰიგიენური საშუალებების შევსება.
** ნაგვის გატანა და სხვა დამხმარე მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

** სისუფთავისა და წესრიგის დაცვის მაღალი გრძნობა.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სასტუმრო "Gallery Inn" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია, შეკვეთების მიღება და რეკომენდაციების გაცემა;
** საკვები და სასმელი პროდუქტების ცოდნა;
** მენიუდან სხვადასხვა კერძისა და სასმლის მომზადების ახსნა (საჭიროების შემთხვევაში);
** უზრუნველყოს ზუსტი ანგარიშის მიწოდება და გადახდის პროცესი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mskhvilidzemari@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია