Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636579&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პანორამა კახეთი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"პანორამა კახეთი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

** საკვები პროდუქტების ბაზრის მონიტორინგი მომწოდებლების როტაციისა და ყველაზე მომგებიანი ფასების მისაღებად;
** ახალი (მათ შორის ექსკლუზიური) პროდუქციის შერჩევა;
** საკვები და საყოფაცხოვრებო საქონლის მატრიცის ფორმირება და ყოველდღიური კორექტირება;
** შესყიდვების ფასების შემცირებაზე მომწოდებლებთან მუშაობა;
** სერტიფიცირების პროცესის კონტროლი და მონაცემების პროგრამაში შეტანა;
** ყოველკვირეული ანგარიშგება;
** ეფექტური შესყიდვების სისტემისა და მარაგების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** შესყიდვების სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი შეთავაზებების შეთანხმება მათზე დაკისრებულ საქონელთან დაკავშირებით;
** შესყიდვების ბიუჯეტის ფორმირება და შესრულების კონტროლი; ხარჯების ოპტიმიზაცია და შემცირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** SAP-ში მუშაობის გამოცდილება;
** სურსათის ბაზრებისა და სპეციალიზებული მაღაზიების ცოდნა;
** საკვები პროდუქტების/მატერიალური ფასეულობების მიღებისა და შეფასების უნარი;
** პროდუქტის ფასების და სეზონურობის მიხედვით ორიენტირების უნარი;
** ანგარიშგების წარმოების უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** კონკურენტული ანაზღაურება (განიხილება გასაუბრებაზე);
** ტრანსფერი, დაზღვევა, კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@panoramakakheti.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია