Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636572&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
შპს "ტუმბო" ეძებს კონსულტანტს ტექნიკის მაღაზიისთვის, კომპანიის საქმიანობაა წყლის და ჰაერის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება-გაყიდვა;
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა;
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის მოწესრიგება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet);
** სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@tumbo.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია