დასახელება:
სამკაულის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ცვარა
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
ქართული საიუველირო კომპანია "ცვარა" აცხადებს სამკაულის კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიაში.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ორი (2)
მდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", ვაკე.
სამუშაო დღეების რაოდენობა - თვეში თხუთმეტი, ან თექვსმეტი (15, 16) დღე (გრაფიკი მეწყვილესთან შეთანხმებისამებრ).
საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი და ფიქსირებულ ხელფასს დაემატება ყოველთვიური პროცენტული ანაზღაურება ინდივიდუალურად გაყიდული პროდუქციიდან.
სქესი და ასაკი შეზღუდული არ არის
ძირითადი მოვალეობები:
შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, ანგარიშსწორების წარმოება, მაღაზიის სივრცეში წესრიგის შენარჩუნება.
პერსონალური უნარები:
** ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციისა და აზრის გარკვევით გადმოცემის უნარი.
** ინგლისურ ენაზე საბაზისო კომუნიკაციის უნარი.
** ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
** სასურველია სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა.
** ნებისმიერი უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად კომპანიაში სამომავლო კარიერული წინსვლის მიმართულებით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ-კვირიან ტრენინგსა და სწავლებას, რის შემდგომაც კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: tsvarasales@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
"ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებ.გვერდს: http://www.tsvara.com
|
|
|
|