Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636549&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეგალაინი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეოს სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რაფიელ აგლაძის 15 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი "
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე,
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეასრულოს ყველა აუცილებელი მექანიკურ/ტექნიკური სამუშაო: საკეტების შეკეთება, ონკანების შეკეთება, გამოცვლა, ფილების შეცვლა და სხვა.
** საღამოს საათებში განათება გადაიყვანოს ეკონომიურ რეჟიმზე
** ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას.
** ყურადღება მიაქციოს პავილიონებში ელ.ხელსაწყოების და განათების გამართულ მუშაობას, ასევე გარე განათებას
** გააკონტროლოს გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები. გათბობა-გაგრილების სისტემა ირთვება და ითიშება ამინდის ცვლილების მიხედვით
** ყოველ თვე შეამოწმოს სახანძრო გიდრანტების გამართული მუშაობა.
** ყურადღება მიაქციოს გენერატორის გამართულ მუშაობას.
** მოახდინოს სამეურნეო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ხელსაწყო იარაღებისა და სათადარიგო ნაწილების ინვენტარიზაცია.

ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** განათლება და გამოცდილება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად
** დროის სწორად მართვა
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია