დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოების მართვა;
** მარაგების მართვა ქვეგანყოფილებების და საწყობების შესაბამისად;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** ფინანსურის ანგარიშგების მომზადება;
** საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში სრული ჩართულობა;
** ბიუჯეტირების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა ყველა მოვალეობა რაც დაკავშირებულია მთავარი ბუღალტრის მოვალეობასთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel
** აუცილებელია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საცალო ან საბითუმო სექტორში. (ნავთობკომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ACCA-ს -1 და მე-2 დონის სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად)
** საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: FINA, 1C
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე წარმოადგენს აუცილებლობას
უნარები:
** ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა
ენები: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია
პროგრამები: კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel).
რას გთავაზობთ:
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: modernbusinesssolutionshr@gmail.com.
|
|
|
|