Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636540&print=yes&view=jobs
 
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ზაგოტექი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სს "ზაგო ტექნოლოჯის" ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურად გამოყენებისთვის გარდამტეხი უპირატესობის მქონე გამოგონებების დეველოპმენტს, ტესტირებას, დაპატენტებას და მათ ლიცენზირებას. http://zagotech.ge/ka/

კომპანია ასევე ახორციელებს თავისი კუთვნილი გამოგონებით დაცული ქარის დანადგარის საწარმოო პროცესს. აღნიშნული მიზნით, კომპანია ამზადებს პროტოტიპს, რომლისთვისაც საჭიროა არასტანდარტული მასალების მოძიება.

გუნდს ესაჭიროება გამოცდილი, პროექტის მენეჯერი ექვსი თვის ვადით, რომელიც კომპანიას დაეხმარება პროტოტიპის გამართვაში, გუნდის შეკვრაში, საჭირო დეტალების საზღვარგარეთ შეკვეთაში, ჩამოტანაში, ადგილზე სამონტაჟო სამუშაოების გამართვაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქარის დანადგარის სხვადასხვა ნაწილების მწარმოებელთა მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** პროტოტიპის ასაწყობად გუნდის მოძიება და მართვა;
** დანადგარის აწყობისთვის საჭირო დეტალების შესყიდვაში მონაწილეობა;
** ადგილზე სამონტაჟო სამუშაოების დაორგანიზება;
** სხვადასხვა მწარმოებლებთან კომუნიკაცია;
** ობიექტზე სამუშაო ჯგუფის ტრანსპორტირების დაგეგმვა-ორგანიზება;
** კომპანიის პერსონალთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა კონფერენციებზე ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, დასწრება, კომპანიის პროდუქტის წარდგენა, პრეზენტაციების მომზადება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებული;
** კომუნიკაბელურობა და ფორმალური მიმოწერის წარმოება;
** მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა და ენერგიულობა;
** ახალი ინიციატივის გამჟღავნების გაბედულობა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგულება, ინტერესი და მოტივაციის ქონა;
** ინტერნეტში ძიების და საძიებო სისტემების ეფექტური გამოყენების უნარი;
** AI პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა;
** MS პროგრამების (excel/word/power point სავალდებულო) ცოდნა, autocad ის საბაზისო ცოდნა სასურველია;
** ავტომობილის მართვის უფლება (სასურველია).

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00 -19:00 ერთ საათიანი შესვენებით შუალედში;
** შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა.
** აუცილებელია ნამუშევარი დროის აღრიცხვა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** 6 თვე გამოსაცდელი ვადა;
** გამოსაცდელ პერიოდში ანაზღაურება: 2000-3000 ლარი კვალიფიკაციის და უნარების გათვალისწინებით;

თუ მიგაჩნიათ, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაინტერესებთ კვალიფიკაციის ამაღლება და გაქვთ სურვილი და უნარი იმუშაოთ აღწერილ დავალებებზე, გთხოვთ თქვენი "CV" გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: office@zagotech.ge და zagotechinfo@gmail.com.

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა "CV" გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივნისისა. ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და კანდიდატის სახელი და გვარი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "CV"-ის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს ზაგოტექის მიერ თქვენი მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია