დასახელება:
ფაიფურის შესწავლის პროგრამა
|
მომწოდებელი:
ბლიც დენტალი
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
"ბლიც დენტალი" კახაბერ ხარებავას კლინიკა (blitsdental.com) აცხადებს მიღებას ფაიფურის შესწავლის პროგრამაზე კბილის სატექნიკო ლაბორატორიისთვის, რომელიც სრულად 6 თვეს მოიცავს.
კურსის ფარგლებში, სტუდენტები კბილების ანატომიის თეორიულ ნაწილს შეისწავლიან;
კურსის განმავლობაში, ისინი დაიწყებენ პრაქტიკულ მუშაობას თაბაშირზე, ცვილსა და კერამიკაზე. იმუშავებენ ერთეული კბილების მოდელირებაზე, გაეცნობიან სამუშაო მასალებს და მათთან მუშაობის ძირითად სპეციფიკას; ისწავლიან კბილების ციფრულ მოდელირებას ორ პროგრამაში: ინლაბი და ეგზოკატი.
კურსის ფარგლებში ფაიფურით მუშაობისას მრავალფეროვანი ეფექტების მიღების ტექნიკას გაეცნობიან.
კურსს გაუძღვებიან კლინიკის ლაბორატორიის კერამიკოსები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე info@blitsdental.com ან დაგვირეკეთ +995 32 2 22 15 16.
|
|
|
|