დასახელება:
მემწვადე, მემწვადის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ცეცხლი აინთო
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
სამწვადის ტიპის სწრაფი კვების რესტორანი "ცეცხლი აინთო" აცხადებს ვაკანსიას მემწვადის და მემწვადის დამხმარის პოზიციაზე.
ჩვენზე დამატებითი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ: https://www.facebook.com/Tsetskhliainto.ge
გისურვებთ წარმატებას!
1. მემწვადე
მოვალეობები:
** მენიუში არსებული სხვადასხვა სახის პროდუქციის მომზადება მაყალზე.
** პროდუქციის ვარგისიანობისა და შენახვის ვადების კონტროლი, მარაგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 2080 ლარიდან გამოცდილების და გრაფიკის შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვების დაფინანსება
** მზარდი, გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქუჩა N10/ ვაკე, აბაშიძის ქუჩა N10
2. მემწვადის დამხმარე
მოვალეობები:
** შეკვეთის გასაცემად საჭირო პროდუქციის წინასწარ მომზადება.
** მემწვადის მიერ მომზადებული პროდუქციის შეფუთვა, ვიზუალზე ზრუნვა და შეკვეთის გაცემა სტანდარტების მიხედვით.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ენერგიულობა
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1820 ლარიდან გამოცდილების და გრაფიკის შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვების დაფინანსება
* მზარდი, გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქუჩა N10/ ვაკე, აბაშიძის ქუჩა N10
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: tsetskhliainto@gmail.com ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე: 599539925
|
|
|
|