Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ექაუნთინგ არეა
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია შპს "Accounting Area" 2015 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

"Accounting Area" აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისთვის ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ელიავას ბაზრობა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა;
** პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება;
** ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი: შედარების აქტების გაფორმება;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა;
II ეტაპი: ტესტირება;
III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან.

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@accountingarea.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი გროს ჰონორარი გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე