Робота для біженців з України
მინის მჭრელი, საწარმოს დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მინის მჭრელი, საწარმოს დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეცტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მინის მჭრელისა და საწარმოს დამხმარე თანამშრომლის პოზიციებზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა);
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად);
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

1. მინის მჭრელი

ძირითადი მოვალეობები:

** მინის საჭრელ დანადგართან მუშაობა, მოწოდებული ფაილებისა და ნახაზების მიხედვით შეკვეთების დამზადება;
** ნახაზების ანალიზი, ტექნიკური დავალებების განხილვა და ხარისხის მართვის სპეციალისტთან კონსულტაცია;
** დანადგარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური პროცესების მონიტორინგი;
** მწარმოებლის ინსტრუქციების, ტექნოლოგიური, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საწარმოს ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მანქანა-დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოო დანადგარების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** AutoCAD, ArchiCAD ან მსგავსი მხაზველობითი პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** ტექნიკური განათლება (სასურველია).

2. საწარმოს დამხმარე თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესებში ჩართულობა, მათ შორის ოპერატორების დახმარება;
** ნედლეულისა და პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა/დაცლა;
** სატრანსპორტო საშუალებების გადმოტვირთვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში დახმარება;
** შინაგანაწესის, ტექნოლოგიური, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სხვა დავალებების თავაზიანად და კეთილსინდისიერად შესრულება.

მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემების სწრაფად გარკვევისა და აღმოფხვრის უნარი;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე